შიდა ტურების ოპერატორი

07 ივნისი - 07 ივლისი

ტურისტული სააგენტო "Voyager 365" აცხადებს ვაკანსიას შიდა ტურების ოპერატორის პოზიციაზე.

განიხილება მხოლოდ კვალიფიციური და გამოცდილი კადრები.

ძირითადი მოვალეობები:

** ტურისტული პაკეტების დაგეგმვა, შედგენა და კოორდინაცია;
** სასტუმროებისა და სხვა ტურისტული პროდუქტების რეზერვაცია;
** პოტენციურ კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა;
** კომპანიის მომსახურების შეთავაზება კლიენტებისთვის;
** მომხმარებლის კონსულტირება;
** ხელშეკრულების გაფორმება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

მოთხოვნები:

** შემომყვან ტურებზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გაყიდვების და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** გიდად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალური;
** პოზიტიური;
** კომუნიკაბელური;
** გუნდური მუშაობის უნარი.
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით.

კომპანია გაძლევთ პროფესიული ზრდის პერსპექტივას.

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოaგზავნოთ შემდეგ მისამართზე gvantsa@voyager365.ge და მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია საგნის ველში - შიდა ტურების ოპერატორი.