მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერატორი

11 დეკემბერი - 26 დეკემბერი

კომპანია "Vendoo" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანია "Vendoo" არის ელექტრონული კომერციის ინოვაციური ქართული პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებსა და მომწოდებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით და ჩვენი მთავარი მიზანია, გავამარტივოთ პროდუქციის ონლაინ ყიდვა-გაყიდვა, მომხმარებლებს სწრაფად მივაწოდოთ პროდუქტი და შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება.

პოზიციის შესახებ:

აღნიშნული პოზიცია მოიცავს საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს ინოვაციურ გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და ამავდროულად შეიძინოს ახალი ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის სასურველი პროდუქტის ან სერვისის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** შეკვეთის მიღებისა და გაყიდვის პროცესის ბოლომდე მიყვანა;
** გამავალი ზარების განხორციელება გაყიდვების პროცესის დასასრულებლად;
** ონლაინ ჩათის მართვა;
** უშუალო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:

** ელექტრონიკის საცალო გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ონლაინ ჩათში მუშაობის გამოცდილება;
** გამართული მეტყველება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება;

სასურველია:

** გამოცდილება სატელეფონო გაყიდვებში;
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

კომპეტენციები:

** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** განსაზღვრულ ვადებსა და დროში პროექტებზე მუშაობის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

რას გთავაზობთ ჩვენ?

** შრომით ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ამბიციურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ბევრ საინტერესო და განსხვავებულ პროექტს;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 26 დეკემბერი, 2019 წ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: career@vendoo.ge ხოლო სათაურის ველში მიუთითეთ "მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერატორი".

Vendoo.ge — #სურვილისსისწრაფით

კომპანია "Vendoo" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

კომპანია "Vendoo"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება/შეინახება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შესაძლო შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. გთხოვთ, იმ შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს.