სამედიცინო სერვისების ხარისხის მენეჯერი

12 დეკემბერი - 12 იანვარი
ვაბაკო სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე, განსხვავებულ პროფესიონალებს. მზად ვართ მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისათვის.

ვეძებთ სამედიცინო სერვისების ხარისხის მენეჯერს რომელიც დაგვეხმარება შევუქმნათ მომხმარებლებს საუკეთესო გამოცდილება ჩვენთან თანამშრომლობისას.

ძირითადი სამუშაო:

** პროვაიდერების მიერ გაწეული მომსახურებისას წარმოქმნილი პროცესული ხარვეზების გამოკვლევა;
** პრობლემური საკითხების მომხმარებლის სასარგებლოდ მოგვარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი სამედიცინო ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** პროგრამული უზრუნველყოფის ან სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პირობები:

** ანაზღაურება - 600 ლარი ხელზე + ბონუსი (საშუალოდ 1, 000 ლარი ჯამში ყოველთვიურად);
** სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Medical Service Quality Manager.