სამედიცინო ბლოგის კონტენტ მენეჯერი

12 დეკემბერი - 12 იანვარი

ვაბაკო სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე განსხვავებულ პროფესიონალებს. მზად ვართ მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისათვის.

ვეძებთ სამედიცინო ბლოგის კონტენტ მენეჯერს, რომელიც ჩვენი სამედიცინო ბლოგისთვის საინტერესო და მრავალფეროვან ბლოგპოსტებს შექმნის.

ძირითადი სამუშაო:

** სამედიცინო ბლოგისთვის შესაბამისი თემატიკის პოსტების მოფიქრება;
** საინტერესო თემატიკის ბლოგპოსტების შექმნა და ბლოგზე განთავსება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

** ბაკალავრის ხარისხი სამედიცინო მიმართულებით (განიხილება სტუდენტებიც).
** გამართულად და საინტერესოდ წერის უნარი.

პირობები:

სამუშაო გრაფიკი - დისტანციურად, კვირაში 40 საათი;
ანაზღაურება - 600 ლარი ხელზე + ბონუსი (საშუალოდ 1, 000 ლარი ჯამში);

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Medical Blog Content Manger.