ოპერაციების მენეჯერი

24 აპრილი - 24 მაისი

"ვაბაკო" აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების მენეჯერის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** კლიენტისთვის ჩასაბარებელი შედეგების (Deliverables) პროდუქტ მენეჯერთან შეთანხმება
** კლიენტისთვის ჩასაბარებელი შედეგების (Deliverables) შეთანხმება კლიენტთან
** კონკრეტული Deliverable-ებისათვის ყოველთვიურად შესასრულებელი დეველოპმენტის ამოცანების განსაზღვრა პროდუქტ მენეჯერთან ერთად; განსაზღვრული ამოცანების კლიენტთან შეთანხმება
** კონკრეტული Deliverable-ებისათვის ყოველთვიურად შესასრულებელი კონსალტინგის ამოცანების განსაზღვრა პროდუქტ მენეჯერთან ერთად; განსაზღვრული ამოცანების კლიენტთან შეთანხმება
** დასახულ დეველოპმენტ და კონსალტინგ ამოცანებზე ყოველი თვის 10, 20 და 30 რიცხვში სტატუს რეპორტის მიღება პროდუქტ მენეჯერებისგან
** დასახული დეველოპმენტ და კონსალტინგ ამოცანების შესრულების მკაცრი კონტროლი და უზრუნველყოფა 
** შეთანხმებული ამოცანების კლიენტისთვის დროულად ჩაბარების უზრუნველყოფა
** ჩაბარებული ამოცანების კლიენტის მიერ დადასტურების უზრუნველყოფა და მიღება-ჩაბარების გაფორმება
** კლიენტისგან მისაღებ თანხებზე ფინანსურ მენეჯერთან კომუნიკაცია
** კომპანიაში არსებული საოპერაციო პროცესების მონიტორინგი და დაცვა
** შესრულებული დეველოპმენტ და კონსალტინგ სამუშაოების მიხედვით დროის რეპორტების (Timesheet) მიღება პროდუქტ მენეჯერებისაგან და კონტროლი
** კლიენტებთან გამართული, პროაქტიული ბიზნეს-კომუნიკაციის წარმოება პოტენციური ხარვეზების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით
** ყოველ პროექტში არსებული რისკების დროული გამოვლენა და მათი დაზღვევა.

გამოცდილება:

** პროექტების მართვის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (უშუალოდ IT პროექტების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** ინფორმაციული სისტემების ან/და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
** 5, ან მეტ წევრიანი გუნდის მართვის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
** მაღალი რანგის მენეჯერებთან (C Level) ურთიერთობის გამოცდილება.

ცოდნა და განათლება:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ან IT მიმართულებით
** კორპორატიული ბიზნეს-პროცესების საფუძვლიანი აღქმა
** HR პროცესების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა.

პიროვნული და პროფესიული უნარები:

** შედეგების მიღწევაზე ორიენტირებული
** უკომპრომისო ხარისხის და პროცესების დაცვის მიმართ
** პროაქტიული და ინიციატივიანი
** გადაწყვეტილების მიმღები და მენეჯერული სიმამაცის მქონე
** გამართული ბიზნეს-კომუნიკაციის წარმოების უნარის მქონე, როგორც წერილობით, ისე ზეპირად
** პირდაპირი ადამიანი, რომელსაც არ ეშინია სიმართლის (თუნდაც უარყოფითის) თქმა, თუმცა ამავდროულად არის ეთიკური და დიპლომატიური.

დაინტერესების შემთხვევაში, მოგვწერეთ თქვენი Linkedin-ის პროფილის მისამართი/ბმული ელფოსტის მისამართზე: jobs@vaba.co