კლიენტთა მხარდაჭერის სპეციალისტი

21 მარტი - 21 აპრილი

ვაბაკო სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე განსხვავებულ პროფესიონალებს. მზად ვართ მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისათვის.

ვეძებთ კლიენტთა მხარდაჭერის სპეციალისტს, რომელთან ერთად შევქმნით მაღალი კლასის პროგრამულ პროდუქტებს დიდი კორპორაციებისათვის.

ძირითადი სამუშაო: 

** კლიენტს დისტანციურად გაუწიოს კონსულტირება ჩვენი პროდუქტების გამოყენებაში; 
** მიიღოს და მოაგვაროს კლიენტისგან მოთხოვნები და პრობლემური საკითხები; 
** კლიენტისგან მიღებული რთული საკითხები გადაამისამართოს შესაბამისი მიმართულებით. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში, ან ნებისმიერი ტექნიკური მიმართულებით. 

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
** ანაზღაურება - საწყისი/პირველი ბიჯი - 550 ლარი ხელზე. მეორე ბიჯი - 750 ლარი ხელზე. მესამე ბიჯი - 1,000 ლარი ხელზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: კლიენტთა მხარდაჭერის სპეციალისტი.