JavaScript დეველოპერი

23 აპრილი - 23 მაისი

"ვაბაკო" სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე, განსხვავებულ პროფესიონალებს. მზად ვართ ენთუზიაზმით აღსავსე, მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისათვის მაღალი დონის პროდუქტების შესაქმნელად.

ვეძებთ JavaScript დეველოპერს, რომელთან ერთად შევქმნით მაღალი კლასის პროდუქტებს დიდი კორპორაციებისათვის.

გამოცდილება: 

** Front End დეველოპერად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება. 
** ტექნოლოგიების ფლობა:

- JavaScript-ის (es6) კარგად ცოდნა; 
- Webpack-ის კონფიგურაციის კარგად ცოდნა; 
- HTML5/CSS3-ის კარგად ცოდნა;
- Bootstrap-ის კარგად ცოდნა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
** ანაზღაურება: 3,000-4,000 ლარი ხელზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "Javascript Developer".