ფარმაცევტული პროდუქციის კონტენტ მენეჯერი

12 დეკემბერი - 12 იანვარი

ვაბაკო სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე განსხვავებულ პროფესიონალებს. მზად ვართ მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისათვის.

ვეძებთ ფარმაცევტული პროდუქციის კონტენტ მენეჯერს, რომელიც ჩვენი სამედიცინო პროგრამული პროდუქტის შინაარსის სისწორეზე იზრუნებს.

ძირითადი სამუშაო:

** სისტემაში არსებული მედიკამენტების შინაარსის მონიტორინგი;
** პროგრამულ პროდუქტში არსებული მედიკამენტების აღწერების ჩასწორება;
** პროგრამულ პროდუქტში მედიკამენტების ანოტაციების შეყვანა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

ბაკალავრის ხარისხი სამედიცინო მიმართულებით (განიხილება სტუდენტებიც).

პირობები:

სამუშაო გრაფიკი - დისტანციურად, კვირაში 40 საათი;
ანაზღაურება - 600 ლარი ხელზე + ბონუსი (საშუალოდ 1, 000 ლარი ჯამში);

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Pharmaceutical Content Manger.