ERP კონსულტანტი

18 აპრილი - 18 მაისი

ვაბაკო სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე, განსხვავებულ პროფესიონალებს. მზად ვართ მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისათვის. 

ვეძებთ ERP (Exact Globe) კონსულტანტი, რომელთან ერთად შევქმნით მაღალი კლასის პროდუქტებს დიდი კორპორაციებისათვის.

ძირითადი სამუშაო:

** ERP სისტემის მორგება ბიზნეს პროცესებზე;
** ERP სისტემის სხვა პროგრამულ უზრუნველყოფასთან ინტეგრაციის და შემდგომი ხარვეზების აღმოფხვრის მართვა;
** ERP სისტემის მომხმარებლების ტრენინგი, პრობლემების მოძიება და აღმოფხვრა;
** ERP სისტემის ტექნიკურ/პროგრამული გამართულობის კონტროლი და ხარვეზების აღმოფხვრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროგრამულ უზრუნველყოფა Exact-თან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** SQL ბაზებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება 

პირობები:

სამუშაო გრაფიკი - კვირაში ხუთი დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
ანაზღაურება: 2,000 - 3,000 ლარი ხელზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ERP (Exact Globe) კონსულტანტი.