Windows-ის უფროსი სისტემური ადმინისტრატორი

06 სექტემბერი - 22 სექტემბერი

სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს Windows-ის უფროსი სისტემური ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული დატაცენტრების სერვერული ინფრასტრუქტურის, სერვისების და ვირტუალური გარემოს ადმინისტრირება
** საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემების დაგეგმვა, ინსტალაცია, განახლება, კონფიგურირება, ოპტიმიზაცია და ადმინისტრირება
** სერვერული ინფრასტრუქტურის და ვირტუალური გარემოს აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, სარეზერვო კოპირების სისტემების ადმინისტრირება და მართვა
** რესურსების და სარეზერვო ასლების მართვა
** ინფრასტრუქტურის ლიცენზირების მონიტორინგი და განახლების პროცესების მართვა
** განაწილებული მაღალ მდგრადი სისტემების ადმინისტრირება
** ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტების შესწავლა/დანერგვა
** მონიტორინგის ჯგუფისთვის საჭირო სერვისების აღწერა და მათთან ერთად ამ სერვისების მონიტორინგში დამატება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** სისტემური ადმინისტრირების არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** Microsoft-ის ტექნოლოგიებთან მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება (Windows Server 2012/2016/2019, DC, DNS, DHCP, IIS, CA, WSUS, KMS)
** Exchange Server / Skype For Business Server-ის ადმინისტრირების გამოცდილება
** ვირტუალიზაციის ტექნოლოგიებთან (VMware) მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
** რეზერვირების სისტემებთან (Backup Exec) მუშაობის გამოცდილება
** ქსელური ტექნოლოგიების საფუძვლების ცოდნა
** სასურველია MS SQL Server-ის მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების ცოდნა
** სასურველია დატვირთვის განაწილების სისტემების (LoadBalancer) ადმინისტრირების გამოცდილება

სხვა მოთხოვნები:

** სისტემების უსაფრთხოებაზე ორიენტირება
** პრობლემაზე კონცენტრაციის უნარი
** სიახლეების/ცვლილებების სწრაფად აღქმის უნარი
** ინოვაციის შექმნა/დანერგვის უნარი
** პრიორიტეტის განსაზღვრის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** კარგი წერითი და ვერბალური უნარი
** ტექნიკური აზროვნება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2019 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა

CV-ის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.