სტრატეგიული პროექტების მენეჯერი

01 დეკემბერი - 01 იანვარი

სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს სტრატეგიული პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქციები:

** პროექტების დაგეგმვა, შემდგომი მართვა, მოცემულ ვადებსა და ბიუჯეტის ფარგლებში საბოლოო შედეგამდე მიყვანა
** პროექტების ჯგუფების ფორმირება და მათი მართვა
** პროექტში ჩართულ მხარეებთან (მათ შორის ვენდორებთან) ურთიერთობა და პროექტის საბოლოო მოთხოვნების ჩამოყალიბება
** პროექტის ფარგლებში რესურსების, პროექტის გუნდის წევრების, კონსულტანტების და კონტრაქტორების კოორდინაცია
** პროექტების ხარისხის კონტროლის განხორციელება
** ბიზნეს პროცესების აღწერა და დოკუმენტაციის შედგენა, ასევე მათი ოპტიმიზაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება პროექტების მართვის კუთხით
** ბიზნეს ანალიზის გამოცდილება
** სასურველია Agile/Scrum მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება
** სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია უცხოურ კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება
** ერთდროულად რამოდენიმე ვენდორთან  მუშაობის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა
** ინგლისური ენის ფლობა
** სასურველია რუსული ენის ცოდნა

უნარები:

** ბიზნეს კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი
** პარალელურ რეჟიმში რამოდენიმე პროექტზე მუშაობის უნარი
** დროის მართვის უნარი
** როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი 
** მიზანმიმართული, ორგანიზებული
** კომუნიკაბელური

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, 2018 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა.

CV-ის  გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება