სარეზერვო მოლარე-ოპერატორი

08 ნოემბერი - 24 ნოემბერი

სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს სარეზერვო მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი.

სარეზერვო მოლარე-ოპერატორი მუშაობს ვითიბი ბანკის თბილისის ერთ-ერთ ფილიალში, საჭიროების შემთხვევაში ცვლის ძირითად მოლარე-ოპერატორებს თბილისის მასშტაბით.

მოვალეობები:

** ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურება ბანკში არსებული სტანდარტებისა და ნორმების მიხედვით
** ნაღდი ფულით ოპერაციების წარმოება (თანხის მიღება-გაცემა, ვალუტის გაცვლის ოპერაციები)
** ბანკის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციებისა და მოქმედი ტარიფების დაცვა
** საბანკო ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ბანკის სალაროში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება
** სასურველია საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულით და სხვა ფასეულობებით ოპერაციების წარმოებასთან დაკავშირებული ნორმატივების ცოდნა
** სასურველია ვალუტის ნომინალებისა და ყალბი ფულის გარჩევის ცოდნა
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** სასურველია საბანკო კომპიუტერული პროგრამა ALTA-ში მუშაობის გამოცდილება.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის და მომსახურების უნარი
** მოწესრიგებული, ორგანიზებული
** სხარტი აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება
** პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალ დონეზე
** გარემოსადმი სწრაფი ადაპტირების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2019 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა

CV-ის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge - სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.