სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს საინფორმაციო ოფიცრის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** ბანკში შემოსული მომხმარებლების დახვედრა, მათი საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი მომსახურების გაწევა/გადამისამართება
** რიგის ნომრის მინიჭება, გადახდის აპარატებთან და ბანკომატებთან კლიენტებისთვის დახმარების გაწევა
** მომხმარებლებისთვის კონკრეტული პროდუქტების შეთავაზება, დისტანციური პროდუქტების პოპულარიზაცია და გაყიდვა
** მომხმარებლის ინფორმირება ბანკში მიმდინარე აქციების შესახებ და სხვა საბანკო პროდუქტებისა თუ სერვისების შესახებ
** ყოველთვიური გეგმების შესრულება
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილების ქონა
** რუსული და ინგლისური ენების სალაპარაკო დონეზე ფლობა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი
** გაყიდვების უნარი
** აქტიური
** თავაზიანი
** მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული
** ორგანიზებული
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა
CV-ის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
საინფორმაციო ოფიცერი
05 დეკემბერი -
31 დეკემბერი