საინფორმაციო ოფიცერი

11 ოქტომბერი - 20 ოქტომბერი

სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს საინფორმაციო ოფიცრის ვაკანტურ პოზიციაზე რუსთავის ფილიალში

სამუშაო ადგილი: რუსთავი

ძირითადი მოვალეობები:

** ბანკში შემოსული მომხმარებლების დახვედრა, მათი საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი მომსახურების გაწევა/გადამისამართება;
** რიგის ნომრის მინიჭება, გადახდის აპარატებთან და ბანკომატებთან კლიენტებისთვის დახმარების გაწევა;
** მომხმარებლებისთვის კონკრეტული პროდუქტების შეთავაზება, დისტანციური პროდუქტების პოპულარიზაცია და გაყიდვა;
** მომხმარებლის ინფორმირება ბანკში მიმდინარე აქციების შესახებ და სხვა საბანკო პროდუქტებისა თუ სერვისების შესახებ;
** ყოველთვიური გეგმების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილების ქონა;
** რუსული და ინგლისური ენების სალაპარაკო დონეზე ფლობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი;
** გაყიდვების უნარი;
** აქტიური;
** თავაზიანი;
** მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2019 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა.

CV-ის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.