საინფორმაციო ოფიცერი

23 ივლისი - 23 აგვისტო

სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს საინფორმაციო ოფიცრის ვაკანტურ პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი: მარნეული

ძირითადი მოვალეობები:

** ბანკში შემოსული მომხმარებლების დახვედრა, მათი საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი მომსახურების გაწევა/გადამისამართება 
** რიგის ნომრის მინიჭება, გადახდის აპარატებთან და ბანკომატებთან კლიენტებისთვის დახმარების გაწევა
** მომხმარებლებისთვის კონკრეტული პროდუქტების შეთავაზება, დისტანციური პროდუქტების პოპულარიზაცია და გაყიდვა
** მომხმარებლის ინფორმირება ბანკში მიმდინარე აქციების შესახებ და სხვა საბანკო პროდუქტებისა თუ სერვისების შესახებ 
** ყოველთვიური გეგმების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილების ქონა
** რუსული და ინგლისური ენების სალაპარაკო დონეზე ფლობა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი
** გაყიდვების უნარი
** აქტიური
** თავაზიანი 
** მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული
** ორგანიზებული
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2019 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა

CV-ის გამოგზავნა შესაძლებელია, ასევე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge - სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.