საინფორმაციო ოფიცერი

07 ივნისი - 26 ივნისი

სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს საინფორმაციო ოფიცრის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** ბანკში შემოსული მომხმარებლების დახვედრა, მათი საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი მომსახურების გაწევა/გადამისამართება 
** რიგის ნომრის მინიჭება, გადახდის აპარატებთან და ბანკომატებთან კლიენტებისთვის დახმარების გაწევა
** მომხმარებლებისთვის კონკრეტული პროდუქტების შეთავაზება, დისტანციური პროდუქტების პოპულარიზაცია და გაყიდვა
** მომხმარებლის ინფორმირება ბანკში მიმდინარე აქციების შესახებ და სხვა საბანკო პროდუქტებისა თუ სერვისების შესახებ 
** ყოველთვიური გეგმების შესრულება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილების ქონა
** რუსული და ინგლისური ენების სალაპარაკო დონეზე ფლობა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი
** გაყიდვების უნარი
** აქტიური
** თავაზიანი 
** მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული
** ორგანიზებული
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2019 წლის 26 ივნისის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა.

CV-ის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება