საცალო დაკრედიტების მენეჯერი

06 აგვისტო - 18 აგვისტო

სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს საცალო დაკრედიტების მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქციები:

** საცალო ტიპის პროდუქტების გაყიდვის მაქსიმიზაციის მიზნით პოტენციური კლიენტების მოზიდვა, მათი საჭიროებების გამოვლენა და ანალიზი 
** კლიენტების საჭიროებებიდან გამომდინარე მათთვის საუკეთესო პროდუქტების შეთავაზება
** კლიენტებისთვის პრეზენტაციების ჩატარება და კონსულტირება საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით
** პორტფელში არსებული კლიენტების მონიტორინგი
** საბანკო საცალო პროდუქტების აქტიური გაყიდვები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო/საფინანსო/ეკონომიკის სფეროები)
** მინიმუმ ექვსთვიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** რუსული და/ან ინგლისური ენის ფლობა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი
** გაყიდვების უნარი
** მოწესრიგებული, ორგანიზებული
** დეტალებზე ორიენტირებული
** კონკურენტულ გარემოში აქტიური მუშაობის უნარი 
** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხის მქონე 
** მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2019 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა.

CV-ის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.