მონაცემთა ანალიტიკოსი

12 ნოემბერი - 24 ნოემბერი

სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს მონაცემთა ანალიტიკოსის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** მონაცემთა ანალიზი, მონაცემთა მოდელების აწყობა, ვიზუალიზაცია
** მონაცემთა შეგროვება; ოპერაციების/პროცესების კალკულაცია
** მონაცემების შეგროვების სხვადასხვა მიდგომებისა და არაერთგვაროვანი მოდელების შექმნა/განახლება
** მეთოდოლოგიის ადაპტაცია ბიზნესის მოთხოვნების, პროცესებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების შესაძლებლობების გათალისწინებით
** პროაქტიური მიდგომა იმის განსასაზღვრავად, თუ მონაცემები როგორ უნდა იქნას გამოყენებული პროცესის ღირებულების შემდგომი ანალიზისათვის
** სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის მიღება ფუნქციური სამმართველოების წარმომადგენლებთან და ბიზნესთან, სათანადო მონაცემების შეგროვებისა და დამტკიცების მიზნით
** კომუნიკაცია მონაცემების შემდგომი გაუმჯობესებისა და მომავალი გამოყენების მიმართულებით
** პასუხისმგებლობა შესაბამის რეპორტებსა და ანალიზზე
** რთული ამოცანების გადაწყვეტაში აქტიური მონაწილეობა

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი მათემატიკის, საბანკო საქმის, საინფორმაციო უზრუნველყოფის, ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება (საოპერაციო მიმართულებით)
** ექსპერტული ცოდნა MS Excel
** მცირედი გამოცდილება პროგრამირების კუთხით ჩაითვლება უპირატესობად (სასურველია SQL)
** უპირატესობად ჩაითვლება მონაცემთა ანალიზის კურსების დასრულება coursera ან სხვა Online პლატფორმაზე
** უპირატესობად ჩაითვლება თვითღირებულების პრინციპების და მეთოდოლოგიების აღქმის უნარი / ცოდნა
** სავალდებულოა ქართული და რუსული ენების ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

უნარები:

** გამორჩეული ანალიტიკური შესაძლებლობები
** რამდენიმე ერთდროულ ამოცანაზე მუშაობის/ერთდროულად რამდენიმე შედეგის დადების უნარი
** ცვალებადი პრიორიტეტების პირობებში ადაპტირების უნარი
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2019 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა

CV-ის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.