მოლარე-ოპერატორი

25 აპრილი - 09 მაისი

სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე ქუთაისის ფილიალში.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი

მოვალეობები: 

** ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურება ბანკში არსებული სტანდარტებისა და ნორმების მიხედვით
** ნაღდი ფულით ოპერაციების წარმოება (თანხის მიღება-გაცემა, ვალუტის გაცვლის ოპერაციები)
** ბანკის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციებისა და მოქმედი ტარიფების დაცვა
** საბანკო ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

** უმაღლესი განათლება 
** ბანკის სალაროში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება
** სასურველია საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულით და სხვა ფასეულობებით ოპერაციების წარმოებასთან დაკავშირებული ნორმატივების ცოდნა
** სასურველია ვალუტის ნომინალებისა და ყალბი ფულის გარჩევის ცოდნა
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა 
** სასურველია საბანკო კომპიუტერული პროგრამა ALTA-ში მუშაობის გამოცდილება

უნარები: 

** ეფექტური კომუნიკაციის და მომსახურების უნარი
** მოწესრიგებული, ორგანიზებული
** სხარტი აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება
** პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალ დონეზე
** გარემოსადმი სწრაფი ადაპტირების უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2019 წლის 9 მაისის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა

CV-ის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.