მობილური აპლიკაციების პროგრამისტი

20 სექტემბერი - 20 ოქტომბერი

სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს მობილური აპლიკაციების პროგრამისტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი ფუნქციები:

** ბანკში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა და განახლება
** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის მოდულებისა და სისტემების შემუშავება და დანერგვა
** შესრულებული სამუშაოების აღწერა და დოკუმენტირება
** კომპეტენციის ფარგლებში სხვა ოპერატიული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
** პროგრამისტად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** Xamarin აპლიკაციების შექმნის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** C#.NET, ASP.NET WEB API, MVVM, Xamarin.Forms, Xamarin.Android, Xamarin.iOS
** iOS ან/და Android პლატფორმაზე აპლიკაციების შექმნის გამოცდილება ჩაითვლება პლიუსად
** ვებ სერვისების (SOAP, RESTful) შექმნისა და გამოყენების გამოცდილება
** სხვადასხვა დიზაინ პატერნების ცოდნა (Dependency injection, Repository and Unit of Work)
** ობიექტზე-ორიენტირებული პროგრამირების კონცეფციის ღრმა ცოდნა
** HTML, CSS, JavaScript (jQuery, Ajax) ელემენტარული ცოდნა
** რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა.

უნარები:

** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი
** პარალელურ რეჟიმში რამოდენიმე პროექტზე მუშაობის უნარი
** დროის მართვის უნარი
** როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** მიზანმიმართული, ორგანიზებული
** კომუნიკაბელური.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2019 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა

CV-ის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.