Linux-ის უფროსი სისტემური ადმინისტრატორი

06 სექტემბერი - 22 სექტემბერი

სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს Linux-ის უფროსი სისტემური ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული დატა ცენტრების სერვერული ინფრასტრუქტურის, სერვისების და ვირტუალური გარემოს ადმინისტრირება
** საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემების დაგეგმვა, ინსტალაცია, განახლება, კონფიგურირება, ოპტიმიზაცია და ადმინისტრირება
** სერვერული ინფრასტრუქტურის და ვირტუალური გარემოს აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, სარეზერვო კოპირების სისტემების ადმინისტრირება და მართვა
** განაწილებული მაღალ მდგრადი სისტემების ადმინისტრირება
** ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტების შესწავლა/დანერგვა
** მონიტორინგის ჯგუფისთვის საჭირო სერვისების აღწერა და მათთან ერთად ამ სერვისების მონიტორინგში დამატება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სისტემური ადმინისტრირების არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** RHEL/Centos Linux დისტრიბუტორებთან მუშაობის საფუძვლიანი ცოდნა (მიახლოებული RHCE-ის შესაბამის დონესთან, სერტიფიცირება საჭირო არ არის)
** ქსელური ტექნოლოგიების საფუძვლების ცოდნა
** რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
** Shell სკრიპტინგის უნარები
** VMware ვირტუალიზაციის გარემოში მუშაობის გამოცდილება
** ვებ სერვერებთან და შესაბამის ინფრასტრუქტურასთან, ოქმებთან მუშაობის კარგი გამოცდილება
** სხვადასხვა, ტიპიურ ინფრასტრუქტურულ ოქმებთან და მათ შესაბამის სერვისებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ. DNS, Syslog, DHCP, NTP, LDAP, Kerberos, SMTP, PXE, NFS, SNMP, FTP, iSCSI და ა.შ.)
** მინიმუმ ერთ ზოგად მონიტორინგის სისტემასთან მუშაობის გამოცდილება, პრინციპების ცოდნა (მაგ. Nagios, Zabbix, Icinga)
** Linux გარემოში აპლიკაციების პრობლემების აღმოჩენის და აღმოფხვრის უნარი
** მაღალი საიმედოობის (HA) სისტემების გამართვის გამოცდილება, პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა
** დიდი რაოდენობის (200+) სერვერების ეფექტურად მართვის უნარი

სხვა მოთხოვნები:

** ახალი ტექნოლოგიების დამოუკიდებლად ათვისების ძლიერი უნარი
** სისტემების უსაფრთხოებაზე ორიენტირება
** პრობლემაზე კონცენტრაციის უნარი
** სიახლეების/ცვლილებების სწრაფად აღქმის უნარი
** ინოვაციის შექმნა/დანერგვის უნარი
** პრიორიტეტის განსაზღვრის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** კარგი წერითი და ვერბალური უნარი
** ენები: ინგლისური, რუსული
** ტექნიკური აზროვნება

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2019 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა

CV-ის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.