გარე გაყიდვების აგენტი

22 მაისი - 22 ივნისი

სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქციები:

** ბანკის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის ხელშეწყობა
** ახალი კლიენტების მოზიდვის მიზნით პრეზენტაციებისა და სხვადასხვა აქციების ჩატარება
** ბანკისათვის მნიშვნელოვან კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება
** კლიენტებისათვის ზუსტი, სრული და დროული ინფორმაციის მიწოდება ბანკის პროდუქტებთან და მომსახურებასთან დაკავშირებით
** გაყიდვების განყოფილების მიერ დასახული გეგმების შესრულება
** ჯგუფის ლიდერისათვის ყოველდღიური შედეგების შესახებ ინფორმაციის გადაცემა
** კლიენტების მიერ გამოთქმული მოსაზრებების პერმანენტული მობილიზაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** სასურველია მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით
** სასურველია რუსული და/ან ინგლისური ენის ფლობა 
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Word, PowerPoint, Excel)

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი
** ორგანიზებული, ენერგიული
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
** გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ 2019 წლის 5 ივნისის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა.

CV-ის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.