ტენდერი მისამართების აბრების შეძენასა და დამონტაჟებაზე

25 აპრილი - 13 მაისი

პროექტი "ზრდა" საქართველოში არის USAID-ის მიერ დაფინანსებული და Chemonics International-ის მიერ განხორციელებული პროექტი. ზრდას მიზანია კვალიფიკაციის ამაღლება, პროდუქტიულობის და ქსელების გაძლიერება ადგილობრივი სუბიექტების - რისკის ქვეშ მყოფი ოჯახებიდან მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებამდე (MSMEs), რათა მათ შეძლონ წვლილის შეტანა ეკონომიკის ზრდაში და შეძლონ სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერება სამიზნე თემებში.

USAID ზრდა პროექტი საქართველოში (ზრდა პროექტი), რომელსაც ახორციელებს ქემონიქს ინტერნეიშენალი (Chemonics International), და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი (ADC), ერთობლივი ინიციატივის, ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამა (ACED) ფარგლებში აცხადებს ტენდერს ანაკლიასა და განმუხურში მისამართების აბრების შეძენასა და დამონტაჟებაზე

სრული ტექსტის სანახავად იხილეთ ბმული RFP # 2-ACED008-001-P-2019.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა და პროტოკოლი:

წინადადებები უნდა წარმოადგინოთ არაუგვიანეს 2019 წლის 13 მაისის 18:00 საათისა თბილისის დროით, ელფოსტით ან დალუქული კონვერტით მისამართზე: თბილისი, ნინო რამიშვილის 9, პირველი ჩიხი, მე-3 სართული. ელექტრონული შემოთავაზებები კი უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელ-მისამართზე: ACED@zrda.ge