ტენდერი 3D ვირტუალური ტურის ტექნიკური აღჭურვილობის შეძენაზე

12 აპრილი - 23 აპრილი

პროექტი "ზრდა საქართველოში" არის USAID-ის მიერ დაფინანსებული და "Chemonics International"-ის მიერ განხორციელებული პროექტი. "ზრდას" მიზანია კვალიფიკაციის ამაღლება, პროდუქტიულობის და ქსელების გაძლიერება ადგილობრივი სუბიექტების - რისკის ქვეშ მყოფი ოჯახებიდან მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებამდე (MSMEs), რათა მათ შეძლონ წვლილის შეტანა ეკონომიკის ზრდაში და შეძლონ სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერება სამიზნე თემებში.

"ზრდა" აცხადებს ტენდერს ვარძიის სამონასტრო კომპლექსის 3D ვირტუალური ტურის ტექნიკური აღჭურვილობის შეძენის შესახებ. სრული ტექსტის სანახავად იხილეთ ბმული RFP # 2019 / 1111.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა და პროტოკოლი: წინადადებები უნდა წარმოადგინოთ არაუგვიანეს 2019 წლის 23 აპრილის 18:00 საათისა თბილისის დროით, ელფოსტით ან დალუქული კონვერტით მისამართზე: თბილისი, ნინო რამიშვილის 9, პირველი ჩიხი, მე-3 სართული. ელექტრონული შემოთავაზებები კი უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელ-მისამართზე: procurement@zrda.ge