საგრანტო პროგრამა - ხილისა და ბოსტნეულის საშრობი საწარმოები

20 აპრილი - 17 მაისი

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი "Zrda" არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; და, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. შედეგად, ზრდა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო საწარმოების და შიდა მეურნეობების შემოსავლების ზრდას ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით.

პროექტი "Zrda" აცხადებს საგრანტო პროგრამას ხილისა და ბოსტნეულის საშრობი საწარმოების მოწყობის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილი.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 17 მაისი, 2019 წ.