მიმტანი

31 აგვისტო - 30 სექტემბერი

შპს "წისქვილი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრისთვის მენიუს მირთმევა 
** სტუმრის კონსულტირება საკვებთან და სასმელებთან დაკავშირებით
** მენიუსა და კერძების შემადგენლობის ცოდნა.
** შეკვეთის მიღება და პროგრამაში გატარება
** შეკვეთის მიტანის უზრუნველყოფა
** სტუმართან ყურადღებით ყოფნა და გადამოწმება, საჭიროებისამებრ დამატებითი შეკვეთის მიღება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მოწესრიგებული, ორგანიზებული
** ენერგიული და დისციპლინირებული
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** დახვეწილი მეტყველების უნარი და კომუნიკაბელურობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში, მინიმუმ 1 წელი.
** თანამედროვე სტანდარტების ცოდნა და მათი დაცვა მუშაობის პერიოდში

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე: hr@tsiskvili.ge. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კვალიფიციურ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

წარმატებას გისურვებთ!

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.