სტაჟირება

11 აპრილი - 11 მაისი

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" აცხადებს სტაჟირებას გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტში. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატი დასაქმდება სერვისის მრჩევლის პოზიციაზე.

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" წარმოადგენს "ტოიოტას" ახალ დილერს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, საგარანტიო და გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს. შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" არის "თეგეტა მოტორსის" შვილობილი კომპანია, რომელიც 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: http://www.toyota-tegeta.ge

სტაჟირების ხანგრძლივობა: 1 თვე
მისამართი: თბილისი, ვაკე, უნივერსიტეტის ქ N6

ძირითადი მოვალეობები:

** ავტომობილების აგებულებისა და ავტონაწილების სრულყოფილად შესწავლა;
** "ტოიოტა"-ს მომსახურების სტანდარტების სრულყოფილად შესწავლა;
** კომპანიაში შემოსული მომხმარებლების დახვედრა და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
** მომხმარებელთათვის კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკების წარმოება;
** მონაცემთა ბაზების წარმოება, პროგრამული გატარებების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია საავტომობილო სფეროს საბაზისო დონეზე ცოდნა;
** რუსული ან ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია);

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** სწრაფად ათვისების უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/153 და შეავსეთ აპლიკაცია.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.