მძღოლი

23 დეკემბერი - 23 იანვარი

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე ადმინისტრაციულ დეპარტამენტში.

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" წარმოადგენს ტოიოტას დილერს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, საგარანტიო და გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს. შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" არის თეგეტა მოტორსის შვილობილი კომპანია, რომელიც 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: http://www.toyota-tegeta.ge

ძირითადი მოვალეობები:

** ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საჭიროებების დაზუსტება და დღის მარშრუტის მონახაზის შედგენა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული პრიორიტეტების გათვალისწინება და დროის სწორად განაწილება სამუშაოების დადგენილ ვადებში შესრულების მიზნით;
** სხვადასხვა გზავნილების (ხელშეკრულებების, სატენდერო დოკუმენტაციის, საოფისე ინვენტარის, ნაწილების და სხვა) დადგენილ მისამართებზე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, ადრესატისთვის შეთანხმებული წესის შესაბამისად გადაცემა;
** ნაწილების მიმართულებასთან აქტიური კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში ნაწილის შესყიდვის უზრუნველყოფა;
** ავტონაწილებისა და სერვისთან დაკავშირებული სხვა პროდუქტების მოძიება და შესყიდვა მოლაპარაკებული პირობების შესაბამისად;
** საჭიროების შემთხვევაში საბაზრო ფასების კვლევა, საუკეთესო შემოთავაზების შერჩევა, მომწოდებელთან კომუნიკაცია და მოლაპარაკების წარმოება;
** შეძენილი საქონლის და მიღებული მომსახურების ხარისხის ადგილზე გაკონტროლება;
** შეძენასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოთხოვნისა და შესაბამის სამსახურთან ჩაბარების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლების ან VIP სტუმართა დახვედრისა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
** ოფისის ტექნიკურ და ვიზუალურ გამართვასთან დაკავშირებული პროექტებში აქტიური ჩართულობა;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი/ენერგიულობა;
** დროის მართვის უნარი;
** ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/550 და შეავსეთ აპლიკაცია.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!