გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერი

05 დეკემბერი - 01 იანვარი

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტში. 

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" წარმოადგენს "ტოიოტას" დილერს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, საგარანტიო და გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს. შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" არის "თეგეტა მოტორსის" შვილობილი კომპანია, რომელიც 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: http://www.toyota-tegeta.ge

მისამართი: თბილისი, ვაკე, უნივერსიტეტის ქ N6
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (09:30-დან 18:30-მდე, შაბათი 09:30-დან 18:00-მდე)

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტის (60 თანამშრომელი) მართვა - ეფექტურობისა და მომგებიანობის უზრუნველყოფა;
** საფასო პოლიტიკის განსაზღვრა - მომსახურებებისა და პროდუქციის ფასდადებაში მონაწილეობა, რეალიზაციების კონტროლი;
** კორპორატიული მიმართულების გაძლიერებაზე ზრუნვა - ტენდერების მონიტორინგი, კორპორატიული მომხმარებლების რაოდენობის ზრდის ხელშეწყობა;
** სერვისის მრჩეველთა ჯგუფის საქმიანობის მონიტორინგი - მომსახურების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა, პრობლემური სიტუაციების მოგვარება;
** მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა, კმაყოფილების რეპორტების ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
** ახალი მომხმარებლების მოზიდვა, მომხმარებელთა ლოიალურობის გაზრდა და სერვისის მარკეტინგული სტრატეგიის განვითარების ხელშეწყობა;
** სერვისის (ზოგადი სერვისი/სამღებრო სათუნუქე სერვისი) ოპერაციების დახვეწასა და განვითარებაზე ზრუნვა, "ტოიოტა"-ს სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** ტექნიკური გუნდთან კომუნიკაცია და პრობლემურ შემთხვევებზე მიმართულების მიცემა;
** საგარანტიო შემთხვევების მონიტორინგი, არასტანდარტული სიტუაციებისას საგარანტიო პოლისების განხილვა და ანალიზი;
** ნაწილების დეპარტამენტის ეფექტურობის უზრუნველყოფა - მარაგების ოპტიმალური დონის კონტროლი და გაყიდვების ტენდენციების ანალიზი;
** შესყიდვების პროცედურების კონტროლი და მომწოდებელთა ბაზის გაძლიერებაზე ზრუნვა;
** მომწოდებლებთან თანამშრომლობა - შეძენილი პროდუქციის/მომსახურების ხარისხისა და საფასო პოლიტიკის კონტროლი;
** ბაზარზე არსებული მდგომარეობის და კონკურენტების ანალიზი;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტის თანამშრომლების განვითარებასა და მოტივაციაზე ზრუნვა;
** პროცედურების მონიტორინგი და მიმდინარე პროცესების "ტოიოტა"- ს სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
** დეპარტამენტის ბიუჯეტის მართვა და მონიტორინგი;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საავტომობილო სფეროს საფუძვლიანი ცოდნა;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გუნდის მართვაში;
** რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** მომხმარებლებთან კომუნიკაციის გამოცდილება;
** MS office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი:
** გამოკვეთილი პრეზენტაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy.toyota@tegetamotors.ge არაუგვიანეს 2017 წლის 15 დეკემბრისა და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება (გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერი) რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება. 

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს. გაცნობებთ, რომ თქვენი რეზიუმე შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა"-ს აპლიკანტთა ბაზაში შეინახება 5 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებებს!