B2B გაყიდვების მენეჯერი

23 აპრილი - 23 მაისი

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე კომერციულ დეპარტამენტში. 

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" წარმოადგენს ტოიოტას ახალ დილერს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, საგარანტიო და გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს. შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" არის თეგეტა მოტორსის შვილობილი კომპანია, რომელიც 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: http://www.toyota-tegeta.ge

ძირითადი მოვალეობები:

** კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება ავტომობილებისა და ავტომობილების მომსახურების (სერვისის) მიმართულებით:
** ავტომობილების რეალიზაციის სტიმულირება და ჯვარედინი გაყიდვების სტრატეგიის ფორმირება ავტომობილების გაყიდვების გუნდთან ერთად;
** მომხმარებელთა მონაცემთა ბაზების შექმნა, დამუშავება, მონიტორინგი და მუდმივი განახლება;
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება - შეხვედრების, სატელეფონო ზარებისა და სხვადასხვა არხების მეშვეობით;
** პოტენციურ მომხმარებლებთან ვიზიტის დაგეგმვა - პრეზენტაციის/შეთავაზების დამუშავება და მოსამზადებელი სამუშაოების კონტროლი;
** კორპორატიულ მომხმარებლებთან მოლაპარაკებების წარმოება, ინფორმაციის მიღება და ანალიზი;
** კორპორატიული მომხმარებლების საჭიროებების დადგენა და შესაბამისი მომსახურების შეთავაზება;
** გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** ინფორმაციის ასახვა შესაბამის პროგრამაში (SAP);
** ტენდერების მონიტორინგი სატენდერო წინადადებების მომზადება;
*** ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, ხელშეკრულების გაფორმების ორგანიზება, ხელშეკრულების შესრულების პროცესის მონიტორინგი;
** კორპორატიულ კლიენტთა მომსახურების ყოველდღიურ პროცესში მონაწილეობა - ინფორმირება ჩასატარებელი სამუშაოების ვადებისა და ღირებულებების შესახებ, შემდეგი ტექ. მომსახურების შესახებ ინფორმირება.
** სერვისის სამუშაოების მაღალი ხარისხით ჩატარების ხელშეწყობა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა; 
** ბაზრის მონიტორინგი და ანალიზი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** საავტომობილო სფეროს საბაზისო დონეზე ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/315 და შეავსეთ აპლიკაცია. 

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!