სოციალური მედიის მენეჯერი

12 დეკემბერი - 12 იანვარი
თუ გსურთ, კარიერა დაიწყოთ საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე ყველაზე მაღალანაზღაურებად პოზიციაზე, სადაც კომფორტული გარემო და კარიერული წინსვლის პერსპექტივა გექნებათ, მაშინ ეს ვაკანსია სწორედ თქვენთვის არის!

საერთაშორისო უძრავი ქონების კომპანია "Realtor.ge" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად აუცილებელია ფლობდეთ ინგლისურ და რუსულ ენებს სასაუბრო დონეზე, ასევე მშობლიური (ქართული) ენის წერის გამართულ უნარს;

კანდიდატი განიხილება მხოლოდ უცხო ენების ცოდნისა და სამოტივაციო წერილის ქონის შემთხვევაში.

მოთხოვნები:

** სამოტივაციო წერილის წარდგენა აღნიშნულ ვაკანსიაზე;
** უცხო ენების სრულყოფილად ფლობა: რუსული-ინგლისური (Fluent);
** გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** მართლწერის უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
** პრეზენტაციის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ.

მოვალეობები:

** კომპანიის სოც ქსელებისათვის პოსტების შექმნა;
** შემომავალი კორესპონდენციის მართვა და კოორდინირება (როგორც სატელეფონო ასევე online მომხმარებელი)
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა როგორც სატელეფონო ასევე online;
** გამავალი ზარების განხორცილება;
** კომპანიის ბაზაში არსებული ინფორმაციის განახლება;
** თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

პიროვნული თვისებები:

** პოზიტიურობა;
** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** პუნქტუალურობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.

ანაზღაურება: 900 ლარი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.
სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00/19:00, შაბათი 11:00/16:00.
კომპანიის ოფისის მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 66

შესარჩევი კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

** რეზიუმეების (CV) გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, სამოტივაციო წერილთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@makler.ge და/ან ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს: http://www.makler.ge