რეალტორი

01 აპრილი - 01 მაისი

უძრავი ქონების კომპანია "Realtor.ge" მოხარულია შემოგთავაზოთ ვაკანსია რეალტორის პოზიციაზე.

ვინ გვჭირდება:

რეალტორი არის კონსულტანტი, მრჩეველი და  ექსპერტი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტის შეძენისას. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება პოზიტიური, ენერგიული, მოაზროვნე,  კომუნიკაბელური, გაწონასწორებული,  აზარტული, ექსტრემალურ სიტუაციებში მოხერხებული, დაუზარელი, შარმიანი, მოწესრიგებული, პუნქტუალური, მიზანმიმართული, სტაბილური, ერთგული,მობილური, პროგრესული, თანამედროვე, რისკიანი, ინიციატივის მქონე, თავდაჯერებული ახალგაზრდები - ვისაც სურს საკუთარი და გარშემო მყოფების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა.

აუცილებელი პირობა: უნდა ფლობდეთ ინგლისურ და რუსულ ენებს სასაუბრო დონეზე.

ჩვენ ვეძებთ არა დაქირავებულ თანამშრომლებს, არამედ პარტნიორებს 15 წლიან წარმატებულ ბიზნესში! გიწვევთ სამუშაოდ  არა გამომუშავებაზე, არამედ  წილობრივი განაწილებით!

კომპანია "Realtor.ge" გთავაზობთ:

** ყოველთვის აქტუალურ, თანამედროვე და საინტერესო სამუშაოს;
** მზარდი ანაზღაურების შესაძლებლობას;
** პროფესიულ განვითარებას და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს, კეთილგანწყობილ, მეგობრულ და ახალგაზრდა გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობას.

გელოდებათ: მაღალი ანაზღაურება და სტაბილური შემოსავალი, განვითარების პერსპექტივა, დადებითი განწყობა და მუდმივი წარმატება სურვილის შემთხვევაში.

კომპანიის ოფისის მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 66.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.
სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00, შაბათი 11:00-16:00.

რეალტორის შესარჩევი კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად:

** რეზიუმეების (CV) გადარჩევა;
** გასაუბრების I ეტაპი;
** გასაუბრების II ეტაპი.

სტაჟირების პერიოდში საკომუნიკაციო და გზის ხარჯების ანაზღაურება მოხდება კომპანიის მიერ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, სამოტივაციო წერილთან ერთად. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@makler.ge და/ან ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს: http://www.makler.ge