PR მენეჯერი

19 აპრილი - 19 მაისი

უძრავი ქონების კომპანია "Realtor.ge" მოხარულია შემოგთავაზოთ ვაკანსია PR Marketing მენეჯერის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება PR და მარკეტინგის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ( MS Word, Excel, PowerPoint, Internet) მაღალ დონეზე ცოდნა;
** Google Advert.-ში მუშაობის გამოცდილება;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** კრეატიული აზროვნების უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

უნარები:

** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა; 
** გუნდური მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა; 

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ბრენდის განვითარებაზე და გამყარებაზე ზრუნვა
** სოციალურ მედიაში კომპანიის იმიჯის მუდმივი კონტროლი და ზრუნვა მის გაუმჯობესებაზე აქტივობების მართვა, საიმიჯო / სარეკლამო საშუალებების შექმნა.
** ბაზრის კვლევის წარმოება, არსებული და ახალი პროდუქტების მიმართ ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციების, მიმართულებების და ზრდის პერსპექტივების შესწავლა
** სტატისტიკისა და რეიტინგის მონიტორინგი; 
** სარეკლამო პოლიტიკის შემუშავება, ახალი სარეკლამო აქციების და მასტიმულირებელი პროგრამების განხორციელება, სარეკლამო ღონისძიებების საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მედია გეგმის შემუშავება
** პრეზენტაციების, რეკლამების და კომერციული წინადადებების მომზადება
** მომხმარებლის ქცევის ანალიზი მომსახურების ფორმების დახვეწა და სიახლის დანერგვა ლოიალურობის გაზრდა სტრატეგიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება, წარდგენა, შესრულება

კომპანიის ოფისის მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 66 
სამუშაოს გრაფიკი: თავისუფალი.
გამოსაცდელი პერიოდი: 2 თვე 
ანაზღაურება გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში: 600 ლარი.
ანაზღაურება ხანგრძლივი ხელშეკრულების შემთხვევაში: 1200 ლარი (მზარდი)

სამუშაო დღეები / საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00/19:00, შაბათი 11:00/16:00. 

შესარჩევი კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად: 

** რეზიუმეების (CV) გადარჩევა;
** გასაუბრების I ეტაპი;
** გასაუბრების II ეტაპი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, სამოტივაციო წერილთან ერთად და მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება. 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@makler.ge და/ან ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს: http://www.makler.ge