მარკეტინგის მენეჯერი

23 ოქტომბერი - 23 ნოემბერი

უძრავი ქონების კომპანია "Realtor.ge" თანამშრომლობისათვის იწვევს მოტივირებულ, მოაზროვნე, კომუნიკაბელურ და ინოვატორ ადამიანს, რომელსაც სურს, ახალ გამოწვევებს შეეჭიდოს მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ბრენდების მარკეტინგული სტრატეგიის და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება, კოორდინირება;
** მარკეტინგული კომუნიკაციის არხების განსაზღვრა და განვითარება;
** ბაზრის მარკეტინგული კვლევა, შესწავლა და ანალიზი;
** ბაზრის მოთხოვნების იდენტიფიკაცია და შესაბამისი მარკეტინგული აქციების შემუშავება/ორგანიზება;
** მომხმარებლის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა;
** მომხმარებლის კმაყოფილების კვლევის დაგეგმვა, მისი განხორციელების პროცესის მონიტორინგი, შედეგების დამუშავება და ანალიზი;
** მომხმარებლის ქცევის ანალიზის საფუძველზე მომსახურების ფორმების გაუმჯობესება;
** კომპანიის საიმიჯო / სარეკლამო საშუალებების შექმნაში მონაწილეობის მიღება;

მოთხოვნები:

** განათლება / ხარისხი: ბაკალავრი;
** სფერო - მარკეტინგი;
** მინიმალური სამუშაო გამოცდილება 3 წელი;
** ენები: ქართული - ძალიან კარგი, რუსული - კარგი, ინგლისური - კარგი

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00, შაბათი 11:00-16:00.
კომპანიის ოფისის მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №66.

დაინტერესდით? მაშინ გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, სამოტივაციო წერილთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@makler.ge და/ან ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს: http://www.makler.ge