გრაფიკული დიზაინერი

17 აპრილი - 17 მაისი

"Realtor.ge" - ეს არის პლატფორმა უძრავი ქონების ბაზარზე ყველა დაინტერესებული მხარისათვის, კომპანია 14 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე წარმატებით ასპარეზობს და ყველაზე მაღალი სანდოობით გამოირჩევა.

უძრავი ქონების კომპანია "Realtor.ge" მოხარულია შემოგთავაზოთ ვაკანსია გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** გრაფიკული დიზაინების შემუშავება;
** სარეკლამო მასალების მომზადება;
** გრაფიკული პროგრამების: Adobe Illustrator, Adobe Photoshop, CorelDraw მაღალ დონეზე ცოდნა;
** Corel Draw და Adobe InDesign-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** GIF-ების გაკეთება;
** სოციალური ქსელებისთვის აუცილებელი ვიზუალური მასალის შექმნა;
** გრაფიკული ანიმაციის შექმნა
** ვებ-ბანერების შექმნა - ჩაითვლება უპირატესობად

დამატებითი მოთხოვნები:

** წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კრეატიული და სხარტი აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ენერგიული და შრომისმოყვარე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, სამოტივაციო წერილთან ერთად. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@makler.ge და/ან ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს: http://www.makler.ge