ინტერნეტის სამართლის ტრენინგი

14 სექტემბერი - 14 ოქტომბერი

"საქართველოს უნივერსიტეტი"-ს სამართლის სკოლა აცხადებს მიღებას ინტერნეტის სამართლის მეორე ტრენინგზე (ვერსია 2.0).

როგორც გვიჩვენებს ბოლო პერიოდის გამოცდილება, საქართველოში და მთელს მსოფლიოში ძალიან სწრაფად ვითარდება ინტერნეტთან დაკავშირებული ბიზნესი. შესაბამისად, ყველა იურისტს სჭირდება ინტერნეტთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ცოდნა. 

ტრენინგის მსვლელობისას განხილული იქნება როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა. ტრენინგზე დასწრებისთვის არ არის აუცილებელი ინტერნეტის ტექნიკური საკითხების ცოდნა. მონაწილეები სასურველია იყვნენ იურისტები.
ტრენინგი შედგება რვა ლექციისგან. თითოეულ ლექციას ჩაატარებს შესაბამის სფეროში თეორიული ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების მქონე ლექტორი. 

ტრენინგის საკითხები: 

1. გამოხატვის თავისუფლება ინტერნეტში;
2. ვირტუალური/კრიპტოგრაფიული ვალუტა და მისი თავისებურებები. ვირტუალური ვალუტების რეგულირება (bitcoin-ის მაგალითზე);
3. კიბერდანაშაული;
4. ინტერნეტთან დაკავშირებული დავების განსჯადობა;
5. დომენური სახელების რეგულირება;
6. პერსონალური მონაცემების დაცვა ინტერნეტში;
7. გონიერი (სმარტ) ხელშეკრულებები;
8. საავტორო უფლებების დაცვა ინტერნეტში.

ტრენერები: 
თამთა მურადაშვილი
გიორგი ტომარაძე
გიორგი პირველი
გიორგი სვანაძე
ელენე მებონია
ნატა მიქელაძე
დავით სივსივაძე
ლევან ნანობაშვილი

ტრენინგი აკრედიტებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ. 

დაწყების თარიღი: 2018 წლის 08 ოქტომბერი.
დასრულების თარიღი: 2018 წლის 1 ნოემბერი (ტრენინგი ჩატარდება კვირაში ორჯერ, ორშაბათს და ხუთშაბათს).
ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. 77ა.(საქართველოს უნივერსიტეტის შენობა, სააკაძის მოედნის მიმდებარედ).
ლექციების დაწყების დრო: 19:30.
ერთი ლექციის ხანგრძლივობა: 2.5 საათი (შესვენების ჩათვლით).

ტრენინგის ღირებულება: 390 ლარი

რეგისტრაციისთვის გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (ქართულად ან ინგლისურად) შემდეგ მისამართზე: internetlaw@ug.edu.ge 2018 წლის 2 ოქტომბრამდე

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. 

საკონტაქტო ინფორმაცია: 

Tel: 577 46 50 70 (10:00-18:00)
E-mail: internetlaw@ug.edu.ge
Facebook page:
https://www.facebook.com/InternetLaw2018/
https://www.facebook.com/uglawschool/