აკადემიური თანამდებობები

18 სექტემბერი - 18 ოქტომბერი

საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს შემდეგი აკადემიურ თანამდებობების დასაკავებლად:

ჯანმთელობის მეცნიერებებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა: 

** პროფესორის აკადემიური თანამდებობა მიკრობიოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია); დამატებითი მოთხოვნა: საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება;
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა მიკრობიოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია); დამატებითი მოთხოვნა: საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება;
** პროფესორის აკადემიური თანამდებობა ბავშვთა სტომატოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);
** პროფესორის აკადემიური თანამდებობა თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებით საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ადმინისტრირება (1 ვაკანსია);
** ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებით საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ადმინისტრირება (1 ვაკანსია);
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ქირურგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);
** ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა ქირურგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);
** ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა თავისა და კისრის ონკოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);
** ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა თავისა და კისრის ონკოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებით: შინაგანი სნეულებანი, ინფექციური დაავადებები (1 ვაკანსია);
** ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებით შინაგანი სნეულებანი, ინფექციური დაავადებები (1 ვაკანსია);
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებით: ფთიზიატრია (ტუბერკულოზი) (1 ვაკანსია);
** ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებით: ფთიზიატრია (ტუბერკულოზი) (1 ვაკანსია);
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ენდოკრინოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);
** ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა ენდოკრინოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ოტორინოლარინგოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);
** ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა ოტორინოლარინგოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებით: დერმატოლოგია და ვენეროლოგია (1 ვაკანსია);
** ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებით: დერმატოლოგია და ვენეროლოგია (1 ვაკანსია);
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ჰემატოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);
** ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა ჰემატოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებით: სამედიცინო ფსიქოლოგია და ფსიქიატრია (1 ვაკანსია);
** ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებით: სამედიცინო ფსიქოლოგია და ფსიქიატრია (1 ვაკანსია);
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებით: ადამიანის ფიზიოლოგია (1 ვაკანსია);
** ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებით: ადამიანის ფიზიოლოგია (1 ვაკანსია);
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებით: მოლეკულური ბიოლოგია და გენეტიკა (1 ვაკანსია);
** ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებით: მოლეკულური ბიოლოგია და გენეტიკა (1 ვაკანსია);
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებით: სამედიცინო ფიზიკა და ბიოფიზიკა (1 ვაკანსია);
** ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებით: სამედიცინო ფიზიკა და ბიოფიზიკა (1 ვაკანსია);

ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლა: ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ბიზნესის ადმინისტრირების (მეწარმეობა) მიმართულებით (1 ვაკანსია);
ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა: ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ისტორიის მიმართულებით (1 ვაკანსია);

სოციალურ მეცნიერებათა სკოლა: 

** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა პოლიტიკის მეცნიერებები/საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით (1 ვაკანსია); განსაკუთრებული მოთხოვნა: გერმანული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა. გუნდური მუშაობის უნარები; დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი; კონფლიქტურ სიტუაციაში კონსტრუქციული მიდგომის უნარი.
** ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა პოლიტიკის მეცნიერებები/საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით (1 ვაკანსია); განსაკუთრებული მოთხოვნა: ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა. სასურველი თურქული ან სხვა აღმოსავლური ენის ცოდნა. გუნდური მუშაობის უნარები; დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი; კონფლიქტურ სიტუაციაში კონსტრუქციული მიდგომის უნარი.
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ფსიქოლოგიის მიმართულებით (2 ვაკანსია);
** ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა ფსიქოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);

წარმოსადგენი დოკუმენტებია (იხილეთ დართული დოკუმენტები):

** განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი;
** საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე (არაუმეტეს 80 სიტყვისა);
** ფოტო (ზომით 3X4);
** პირადობის მოწმობის ასლი;
** აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი - დამოწმებული ნოტარიულად. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად;
** ცნობა პედაგოგიური/სამეცნიერო გამოცდილების შესახებ;
** სამოტივაციო წერილი; 
** ორი სარეკომენდაციო წერილი;
** საგნის სილაბუს(ებ)ი; 
** საბუთები წარმოსადგენია როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმითაც;

წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდება შემდეგი წესით:

ძირითადი კრიტერიუმებია: 

ა) აკადემიური ხარისხი. პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად სავალდებულოა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა. პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ასოცირებულ პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

დამატებითი კრიტერიუმებია: 

ა) სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
ბ) კონფერენციებში/სემინარების ორგანიზება/მონაწილეობა - ბოლო 5 წლის განმავლობაში;
გ) პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
დ) პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება;
ე) ინგლისურ ენაზე ლექციის ჩატარების გამოცდილება (გარდა ისტორიის და ფსიქოლოგიის მიმართულებებისა).

საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს საჯარო ლექციის ჩატარება მის მიერ წარმოდგენილ სილაბუსში მითითებულ ერთ-ერთ საკითხზე. 
კონკურსში არჩეულმა პირებმა აფილირება უნდა გააკეთონ საქართველოს უნივერსიტეტთან.

საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2018 წლის 17 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. №77, IV კორპუსი, ოთახი №514.
კონკურსი ჩატარდება 2018 წლის 22 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით;
კანდიდატებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ დაუყოვნებლივ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში. საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღე - 2018 წლის 26 ოქტომბერი;

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2018 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე http://www.ug.edu.ge