შრომის უსაფრთხოების მენეჯერი

08 ივნისი - 08 ივლისი

სს "თელიანი ველი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თელავში.

სამუშაო ადგილი: ქ. თელავი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** უსაფრთხოების ზოგადი ნორმების დაცვის უზრუნველყოფა და შესაბამისი წესების დადგენა;
** თანამშრომლების შრომის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და მათთვის შესაბამისი ქცევის სტანდარტების დადგენა;
** შრომის უსაფრთხოების რისკების თავიდან აცილების გეგმის შემუშავება;
** შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტრენინგების ჩატარება თანამშრომლებისთვის;
** სახანძრო უსაფრთხოება და საევაკუაციო გეგმების შემუშავება;
** საწარმოო პროცესის უსაფრთხოებაზე ზრუნვა და კონტროლი;
** რეპორტების და ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან პროფესიული სასწავლებლის სერთიფიკატი 
** სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** ინგლისური და რუსული ენის საშუალო დონეზე ფლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: hr@telianivalley.com და ელ-ფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.