ბუღალტერი

08 ივნისი - 08 ივლისი

სს "თელიანი ველი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ბუღალტრის პოზიციაზე ქ. თელავში.

სამუშაო ადგილი: თელავი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების გატარება
** ფინანსური უწყისების მომზადება
** დანიშნულებისამებრ, ნაღდი ფულის მიღება და გაცემა
** სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის აღრიცხვა
** წარმოების თანამშრომლებისათვის ხელფასების გაცემის უზრუნველყოფა
** რთველის სეზონზე: ჩეკის გამოწერა, შესყიდვების პროგრამაში გატარება, მომსახურების ხელშეკრულებების მომზადება და პროგრამაში გატარება, შესყიდვების სოფლის მეურნეობის საიტზე ატვირთვა და სხვ.
** ფინანსური დოკუმენტაციის შენახვის უზრუნველყოფა
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია წარმოებაში)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook)
** 1C-ში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: hr@telianivalley.com და ელ-ფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.