ხარისხის კონტროლის სპეციალისტი

31 მაისი - 30 ივნისი

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის სპეციალისტის (ტესტერი) თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000385
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

გამოცდილება: 

** მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი.
** ინფორმაციული ტექნოლოგიები (სასურველია).

განათლება: ხარისხი: სტუდენტი, ბაკალავრი

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი 
** ინგლისური - ძალიან კარგი

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** წერითი კომუნიკაციის უნარი
** პრობლემების მოგვარების უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:

** პრიორიტეტულია UI/UX-ზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია Micrososft Office-ს მაღალ დონეზე ფლობა;
** სასურველია JIRA-ს სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია Agile მეთოდით მუშაობის გამოცდილება.

სამუშაოს აღწერა:

** პროცესების შესწავლა, შეფასება და ანალიზი;
** პროცესის აღწერილობის მომზადება დიაგრამის ან/და სტანდარტული ტექსტური ფორმის სახით;
** პროცესების მართვის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება და ახალი/განახლებული პროცესების მოდელირება;
** IT პროექტებში მონაწილეობის მიღება;
** UI/UX-ზე მუშაობა;
** განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით ყოველკვირეული დეველოპმენტ სამუშაოების დაგეგმვა გუნდთან ერთად;
** ამოცანების შეთანხმებულ ვადაში დასრულების მონიტორინგი და გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
** გუნდის წევრებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს შორის სწორი და დროული კომუნიკაციის ორგანიზება;
** გუნდის მუშაობის პროცესში წარმოქმნილი შეფერხებების აღმოფხვრა;
** დეველოპერთა გუნდის შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და რეპორტინგი;
** პროგრამული უზრუნველყოფისადმი მოთხოვნების ანალიზი;
** პროგრამული უზრუნველყოფის გატესტვის სცენარების მომზადება;
** პროგრამული უზრუნველყოფის ტესტების სცენარების შესრულება;
** ტესტირების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების დოკუმენტაციის მომზადება;
** ტესტირების რეპორტების მომზადება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/385

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!