შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მენეჯერი

25 სექტემბერი - 25 ოქტომბერი

თეგეტა მოტორსი აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მენეჯერის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000201
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: უსაფრთხოება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი შესაბამის სფეროში.
** განათლება ბაკალავრის ხარისხი.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - საშუალო.

უნარები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი.

დამატებითი მოთხოვნა: აუცილებელია შესაბამისი კანონმდებლობის სრულყოფილად ცოდნა.

სამუშაოს აღწერა:

** კომპანიაში შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სისტემების დანერგვასთან დაკავშირებით რეკომენდაციების ინიცირება და მენეჯმენტთან წარდგენა;
** შრომის უსაფრთხოებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუდმივი ინფორმირებულობა და კომპანიის მენეჯმენტისთვის დროული გაცნობა;
** შრომის უსაფრთხოებისათვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა, კომპანიის მენეჯმენტთან წარდგენა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა (აღჭურვილობის შეძენის ორგანიზება; ინსტრუქციების შემუშავება, თანამშრომლებისთვის გაცნობა, ტრენინგების ჩატარება და ა.შ.)
** სამუშაო პროცესში საშიშროებების განსაზღვრა და რისკების შეფასება; რისკების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და გატარების უზრუნველყოფა;
** კომპანიაში ნარჩენების უტილიზაციის პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და მონიტორინგი;
** შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით ტრენინგების ჩატარება და პერსონალის ცოდნის შემოწმება, ამ მიზნით ტესტირების, სიმულაციების და სხვა სახის შემოწმებების წარმოება;
** კომპანიაში ახალი მიღებული თანამშრომლის პირველადი ინსტრუქტაჟით უზრუნველყოფა;
** პირველადი დახმარების ყუთებით კომპანიის უზრუნველყოფა და მუდმივი კონტროლი საჭირო მედიკამენტებზე და პირველადი დახმარების საშუალებებზე;
** კომპანიის მენეჯმენტის ინფორმირება უბედური შემთხვევების, ინციდენტებისა და საწარმოო ტრავმების შესახებ, მათი აღრიცხვა, ანგარიში, გამომწვევი მიზეზების და გამოსასწორებელი ღონისძიებების ჩატარება;
** სახანძრო ინსტრუქციების შემუშავება და იმიტაციების ჩატარება დადგენილი პერიოდულობით;
** ვიზიტორებისთვის ინსტრუქციების მომზადება და ინსტრუქტაჟის ჩატარება.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/201

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 12 ოქტომბერი, 2018 წ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!