შიდა კომუნიკაციების სპეციალისტი

09 იანვარი - 31 იანვარი

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას შიდა კომუნიკაციების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000549
ადგილმდებარეობა: სათაო ოფისი
მოქმედების ვადა: 31.01.2020
კატეგორია: მარკეტინგი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი.
** მარკეტინგი; საზოგადოებასთან ურთიერთობა; ჟურნალისტიკა.
** განათლება: ხარისხი: ბაკალავრი

ენები

** ქართული - ძალიან კარგი
** ინგლისური - ძალიან კარგი

უნარები

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** აქტიურობა, ენერგიულობა
** ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** წერითი კომუნიკაციის უნარი

დამატებითი მოთხოვნები:

** წერის და კონტენტის რედაქტირების კარგი უნარები;
** ქართული გრამატიკული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** კარგი ინტერპერსონალური უნარები;
** ციფრული ტექნოლოგიების და სოციალური მედიის მართვის უნარები და გამოცდილება;
** კრეატიულობა.

სამუშაოს აღწერა:

** შიდა კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობა.
** თანამშრომელთა ჩართულობის კვლევების დაგეგმვა და ჩატარება.
** Team building აქტივობების დაგეგმვა და განხორციელების უზრუნველყოფა.
** თანამშრომლების მუდმივი ინფორმირება კომპანიაში მიმდინარე პროცესების, დაგეგმილი პროექტების და სიახლეების შესახებ, ინფორმაციის სხვადასხვა არხებით მიწოდების უზრუნველყოფა.
** ახალი თანამშრომლის კომპანიაში დახვედრის და წარმატებული ადაპტაციის უზრუნველყოფა.
** შიდა და გარე კომუნიკაციის მედიატორებისთვის კონტენტის დაგეგმვა და მომზადება (ინტრანეტი, email, facebook გვერდი და ა.შ).
** სოციალური მედიის გამოყენება თანამშრომელთა შიდა კომუნიკაციისთვის.
** პრეზენტაციების ჩატარება სხვადასხვა ღონისძიებებისას (ახალი თანამშრომლების მიღებისას, კორპორატიული წვეულებებისას და ა.შ).

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/549