შიდა კომუნიკაციების მენეჯერი

06 ნოემბერი - 22 ნოემბერი

თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას შიდა კომუნიკაციების მენეჯერის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000522
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი
კატეგორია: ადამიანური რესურსების მართვა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

გამოცდილება:

** მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 1 წელი
** კვლევები - 1 წელი, მარკეტინგი - 1 წელი, საზოგადოებასთან ურთიერთობა - 1 წელი.

განათლება: ბაკალავრის ხარისხი.

ენების ცოდნა:

** რუსული - კარგი
** ინგლისური - ძალიან კარგი.

უნარები:

** ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** წერითი კომუნიკაციის უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:

** წერის და კონტენტის რედაქტირების კარგი უნარები;
** ქართული გრამატიკული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** კარგი ინტერპერსონალური უნარები;
** ციფრული ტექნოლოგიების და სოციალური მედიის მართვის უნარები და გამოცდილება;
** პროექტების მართვის უნარები და გამოცდილება;
** კრეატიულობა.
** ენერგიულობა.

სამუშაოს აღწერა:

** შიდა კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა.
** თანამშრომელთა ჩართულობის კვლევების დაგეგმვა, ჩატარება და შედეგების მენეჯმენტთან წარდგენა, რეკომენდაციების შემუშავება.
** Team building აქტივობების დაგეგმვა და განხორციელების უზრუნველყოფა.
** თანამშრომლების მუდმივი ინფორმირება კომპანიაში მიმდინარე პროცესების, დაგეგმილი პროქტების და სიახლეების შესახებ. ინფორმაციის სხვადასხვა არხებით მიწოდების უზრუნველყოფა.
** ახალი თანამშრომლის კომპანიაში დახვედრის და წარმატებული ადაპტაციის უზრუნველყოფა.
** შიდა და გარე კომუნიკაციის მედიატორებისთვის კონტენტის დაგეგმვა და მომზადება (ინტრანეტი, email; facebook გვერდი და ა.შ.)
** სოციალური მედიის გამოყენება თანამშრომელთა შიდა კომუნიკაციისთვის.
** პრეზენტაციების ჩატარება სხვადასხვა ღონისძიებებისას (ახალი თანამშრომლების მიღებისას; კორპორატიული წვეულებებისას და ა.შ.)
** პროექტების ინიცირება, დაგეგმვა და განხორციელება.
** თანამშრომელთან არამატერიალური მოტივაციის სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა და მართვა.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/522

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 22 ნოემბერი, 2019 წ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!