შეფასების სისტემების კოორდინატორი

19 სექტემბერი - 19 ოქტომბერი

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას შეფასების სისტემების კოორდინატორის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000198
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი
მოქმედების ვადა: 12.10.2018
კატეგორია: ადამიანური რესურსების მართვა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 2 წელი
** ადამიანური რესურსების მართვა; 
** აუცილებელია თანამშრომელთა შესრულებული სამუშაოს შეფასების მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** განათლება: ხარისხი: ბაკალავრი

სფერო: ბიზნესის მართვა

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - საშუალო
** ინგლისური - საშუალო

უნარები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** ლოგიკური აზროვნების უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

სამუშაოს აღწერა:

** თანამშრომელთა შეფასების სისტემების შემუშავებაში მონაწილეობა, განხილვა და ანალიზი;
** თანამშრომელთა შეფასების პროცესის კოორდინირება და დადგენილი პერიოდულობით ადმინისტრირება;
** თანამშრომლებისთვის ტრენინგის და მხარდაჭერის უზრუნველყოფა შეფასების პროცესში და შემდგომ;
** შეფასების შედეგების ანალიზი, მონაწილე თანამშრომლებთან უკუკავშირი და რეპორტინგი;
** შეფასების სისტემების განახლების ინიცირება, რეკომენდაციების შემუშავება და განხორციელება მენეჯმენტთან ერთად;
** თანამშრომელთა ანაზღაურების მართვის პროცესში მონაწილოება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/198