სერვისის მენეჯერი - ახალქალაქი

21 მარტი - 21 აპრილი

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის მენეჯერის პოზიციაზე ახალქალაქში.

ვაკანსიის კოდი: TGM0000104
ადგილმდებარეობა: ახალქალაქი
კატეგორია: სერვისის განვითარება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: შუა რგოლის მენეჯერი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 2 წელი, სფერო: საავტომობილო; მომსახურება.
** განათლება: ხარისხი: ბაკალავრი.

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** სომხური - კარგი

უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ლიდერული უნარ-ჩვევები
** დაგეგმვის უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა

დამატებითი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა - B კატეგორია;
** საავტომობილო სფეროში განვითარების სურვილი.

სამუშაოს აღწერა:

** სერვისის მისაღებად შემოსული მომხმარებლის საჭიროების დადგენა;
** სატრანსპორტო საშუალებისთვის ჩასატარებელი საჭირო სამუშაოების იდენტიფიკაცია და მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** შეთავაზებულ მომსახურებაზე მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, სერვისის პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი;
** რთული ან არასტანდარტული პრობლემის დაფიქსირებისას, ხელოსნის კონსულტირება სწორი მომსახურების გაწევის მიზნით;
** სექტორის პერსონალის შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი და მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/104