სერვისის აღრიცხვის ოპერატორი - ახალქალაქი

21 მარტი - 21 აპრილი

ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის აღრიცხვის ოპერატორის თანამდებობაზე ქალაქ ახალქალაქში.

ვაკანსიის კოდი: TGM0000057
ადგილმდებარეობა: ახალქალაქი
კატეგორია: სერვისის განვითარება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი.
** განათლება: ხარისხი: სტუდენტი, არასრული უმაღლესი, ბაკალავრი.

ენები:

** ქართული - კარგი
** რუსული - კარგი
** სომხური - კარგი

უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა

დამატებითი მოთხოვნები: 

** მართვის მოწმობა - B კატეგორია;
** საავტომობილო სფეროში განვითარების სურვილი.

სამუშაოს აღწერა:

** სერვის-ცენტრში ავტომობილების ტექნიკური მომსახურების და სარემონტო სამუშაოების აღრიცხვის წარმოება;
** სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება, დეფექტაცია, საჭირო დეტალებისა და მასალების მომარაგება;
** უშუალო ხელმძღვანელისთვის ოპერატიული და სრული ინფორმაციის მიწოდება კლიენტების მიერ დაფიქსირებული უკმაყოფილებებისა და სხვა საგულისხმო ფაქტების შესახებ

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/57 და შეავსეთ აპლიკაცია.

დამატებითი ინფორმაცია: გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!