"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას სექტორის მენეჯერის თანამდებობაზე.
ვაკანსიის კოდი: TGM0000423
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: სერვისის განვითარება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი
ძირითადი მოთხოვნები:
** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 2 წელი
** განათლება: ბაკალავრის ხარისხი.
ენების ცოდნა:
** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - საშუალო
** ინგლისური - საშუალო.
უნარები:
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
დამატებითი მოთხოვნა: მართვის მოწმობა - B კატეგორია.
სამუშაოს აღწერა:
** სერვისის მისაღებად შემოსული მომხმარებლის საჭიროების დადგენა;
** სატრანსპორტო საშუალებისთვის ჩასატარებელი საჭირო სამუშაოების იდენტიფიკაცია და მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** შეთავაზებულ მომსახურებაზე მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, სერვისის პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი;
** რთული ან არასტანდარტული პრობლემის დაფიქსირებისას, ხელოსნის კონსულტირება სწორი მომსახურების გაწევის მიზნით;
** სექტორის პერსონალის შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი და მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/423
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 20 სექტემბერი, 2019 წ.
გაცნობებთ, რომ შევსებული ანკეტა ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებებს!
სექტორის მენეჯერი
06 სექტემბერი -
20 სექტემბერი