სახარჯი მასალებისა და ინსტრუმენტების საწყობის მენეჯერი

06 ივნისი - 06 ივლისი

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას სახარჯი მასალებისა და ინსტრუმენტების საწყობის მენეჯერის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000132
ადგილმდებარეობა: თბილისი - ვაკის ფილიალი
კატეგორია: საწყობი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 2 წელი საწყობში; მომარაგებაში.
** განათლება: ბაკალავრის ხარისხი.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - საშუალო.

უნარები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

სამუშაოს აღწერა:

** საწყობში შემოსული პროდუქციის აღრიცხვა, დასაწყობება და აღრიცხვის (დანაკლისების და მეტობის აღრიცხვა) შედეგების მიწოდება მარაგების დეპარტამენტისთვის;
** საჭიროების შემთხვევაში, სხვა ფილიალებიდან და საწყობიდან პროდუქციის გამოწერა ან/და გადაწერა; აღნიშნული პროდუქციის პროგრამა SAP-ERP-ში ასახვა;
** კომპანიის ფუნქციონირებისთვის საჭირო პროდუქციის გაცემა, ჩამოწერა და პროგრამულად ასახვა;
** წუნდებული და დაბრუნებული პროდუქციის ჩამოწერა და პროგრამულად ასახვა;
** დანაკლისის და ზედმეტი პროდუქციის არსებობის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება მარაგების ჯგუფისთვის;
** ყოველ ორ თვეში ერთხელ საწყობში არსებული პროდუქციის აღრიცხვა და აღრიცხული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გაგზავნა მარაგების დეპარტამენტისთვის.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/132

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 29 ივნისი, 2018 წ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!