საწყობის მენეჯერი - ფოთი

28 მაისი - 28 ივნისი

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000126
ადგილმდებარეობა: ფოთი
კატეგორია: საწყობი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება: 

** მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი
** სფერო - საწყობი.

განათლება: ხარისხი: ბაკალავრი.

ენები

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - საშუალო
** ინგლისური - საშუალო

უნარები

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** გუნდის მართვის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პრობლემების მოგვარების უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** Microsoft Office Excel.

სამუშაოს აღწერა

** საწყობში შემოსული პროდუქციის აღრიცხვა, დასწყობება და აღრიცხვის (დანაკლისების და მეტობის აღრიცხვა) შედეგების მიწოდება მარაგების დეპარტამენტისთვის;
** მომხმარებლისთვის გამოწერილი ინვოისის საფუძველზე მათზე პროდუქციის გაცემა;
** საჭიროების შემთხვევაში სხვა ფილიალებიდან და საწყობიდან პროდუქციის გამოწერა ან/და გადაწერა; აღნიშნული პროდუქციის პროგრამა SAP-ERP-ში ასახვა;
** კომპანიის ფუნქციონერებისთვის საჭირო პროდუქციის გაცემა, ჩამოწერა და პროგრამულად ასახვა;
** წუნდებული და დაბრუნებული პროდუქციის ჩამოწერა და პროგრამულად ასახვა;
** დანაკლისი და ზედმეტი პროდუქციის არსებობის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება მარაგების ჯგუფისთვის;
** ყოველ ორ თვეში ერთხელ საწყობში არსებული პროდუქციის აღრიცხვა და აღრიცხული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გაგზავნა მარაგების დეპარტამენტისთვის;
** საწყობის ფუნქციონირებისთვის საჭირო საკანცელარიო და სამეურნეო პროდუქციის გამოწერა;
** დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე სამუშაოს განაწილება და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ სამუშაო სტანდარტების დაცვისა და სამუშაო ადგილზე დროულად გამოცხადების კონტროლი.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/126

გისურვებთ წარმატებას!