"თეგეტა რენტალს" აცხადებს ვაკანსიას სატკეპნის ("კატოკის") ოპერატორის თანამდებობაზე.
ვაკანსიის კოდი: TGM0000268
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: სპეც. ტექნიკა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი
ძირითადი მოთხოვნები:
** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 1 წელი მსგავსი მიმართულებით
** განათლება: მსგავსი მიმართულებით პროფესიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად
** ენების ცოდნა: ქართული - კარგი.
უნარები:
** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
დამატებითი მოთხოვნები:
** სამშენებლო ტექნიკის მართვის მოწმობა - S კატეგორია;
** ინსტრუქციების ზედმიწევნით შესრულების უნარი;
** ტექნიკის (სატკეპნის) ოპერირების უნარი;
** ტექნიკის მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულების უნარი;
** ტრენინგები და კვალიფიკაცია: ტექნიკის ექსპლუატაციისა და რემონტის ტრენინგი; ტექნიკური უსაფრთხოების ტრენინგი.
სამუშაოს აღწერა:
** სატკეპნის ოპერატორი პასუხისმგებელია მიმაგრებული ტექნიკის მოვლა-პატრონობაზე და ვალდებულია, შეასრულოს დამქირავებლის მითითებები კომპეტენციის ფარგლებში;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესრულებამდე, სატკეპნის ყოველდღიური მომსახურების ჩატარება. (ძრავის ზეთის დონის შემოწმება, გამაგრილებელი სითხის დონის შემოწმება, საწვავის სისტემაში არსებული მდგომარეობის ინსპექტირება, საჭიროების შემთხვევაში წყლის სალექარი ფილტრებიდან წყლის ჩამოცლა და სახელმძღვანელოთი გაწერილი სხვა სამუშაოების შესრულება);
** სატკეპნის ოპერირება - სხვადასხვა საფარის მოტკეპნა, ტკეპნის ხარისხის მიღებისათვის ტკეპნის ინტენსივობის განსაზღვრა;
** სამუშაო დღის დასრულებისას, ტექნიკის გადაყვანა სადგომზე და შესაბამისი ზომების მიღება მისი არაკანონიერი გამოყენების თავიდან აცილების მიზნით (ავტომანქანის სალონის დაკეტვა; ხელსაწყოების უსაფრთხოდ დაფიქსირება/დაკეტვა).
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/268? და შეავსეთ აპლიკაცია.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 28 თებერვალი, 2019 წ.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებებს!
სატკეპნის/კატოკის ოპერატორი
31 იანვარი -
02 მარტი